პროექტის ძვირფასო მონაწილეებო,

საქართველოს სკოლებში ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემების არსებობის გამო, სკოლების უმეტესობამ ვერ შეძლო საკონკურსო პირობების შესაბამისი ნამუშევრების წარმოდგენა,რის გამოც კონკურსის ორგანიზატორების საერთო გადაწყვეტილებით კონკურსის ფინალი ოქტომბერ-ნოემბრისთვის გადაიდო.

პატივისცემით,
კონკურსის ორგანიზატორები
კონკურსის პირობები:

• კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ პროექტის ფასილიტატორის ელექტრონულ მისამართზე elenkhachidze@gmail.com / mkghlonti@gmail.com შემდეგ მონაცემთა წარდგენით:
• ჯგუფის ხელმძღვანელის/ან ხელმძღვანელების (საგნის, რომელსაც ასწალის და ელექტრონული მისამართის მითითებით) ჯგუფის წევრთა სია (ქალაქის, სკოლის, კლასის მითითებით)
• ჯგუფის მიერ არჩეული მიმართულების(შეიძლება ერთდროულად რამოდენიმე მიმართულებაზე მუშაობა) დასახელება;
• მოკლე სამოქმედო გეგმა.

გუნდების შემადგენლობა:

• გუნდი უნდა შედგებოდეს 1 ან 2 ხელმძღვანელისაგან (პედაგოგისგან) და 5 ან მეტი მოსწავლისგან;
• გუნდში შეიძლება შედიოდნენ ერთი კლასის ან სხვადასხვა კლასის მოსწავლეები.

• შესაძლებელია ერთი სკოლიდან რამდენიმე გუნდის მონაწილეობა.

• შესაძლებელია სკოლის გარდა ნებისმიერი სხვა ორგანიზაციიდან დაკომპლექტებული გუნდების მონაწილეობაც.

მონაწილეების ასაკი არაა შეზღუდული.


სამუშაო ენა:

• პროექტზე მუშაობა შესაძლებელია სამ ენაზე: ქართული, ინგლისური და რუსული. არსებობს სამ ენაზე შექმნილი ბლოგები, რომლებიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული.

პროექტზე სამუშაოდ რეკომენდირებული მიმართულებები:

• ომი და ეკოლოგია
• ომი და პოლიტიკა
• ომი და ტერორიზმი
• ომი და ტოლერანტობა
• ომი და ქველმოქმედება
• ომი და რელიგია
• ომი და საერთაშორისო ორგანიზაციები
• ომი და საერთაშორისო სამართალი
• ომი და იარაღი
• ომი და მშვიდობა
• ომი და მასმედია
• ომი და სპორტი
• ომი და მხატვრობა
• ომი და მუსიკა (სიმღერები)
• ომი და სიმბოლიკა (ფერთა სიმბოლიკა)
• ომი და კინოხელოვნება
• ომი და თეატრი
• ომი და ჩაცმულობა
• ომი და ფოტოხელოვნება
• ომი და სასკოლო გაზეთი
• ომი და გამოჩენილი ადამიანების გამონათქვამები (აფორიზმები)
• ომი და ლიტერატურა(პოეზია, პროზა, სიტყვა ომის ეტიმოლოგია)

რეკომენდაციები სათაურის შერჩევისთვის:

• ნამუშევრისათვის სასურველია შევარჩიოთ პროექტის და თვით ნამუშევრის თემატიკის შესაბამისი სახელი.

საკონკურსო მასალების შეფასება:

• კომისიის წევრები შეაფასებენ გუნდების მიერ შექმნილ ბლოგს, წინასწარ შემუშავებული შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე.
• კონკურსში გამარჯვებულთა ვინაობა 10 ივნისს გამოქვეყნდება პროექტ “ომის ნამდვილ სახესა” და GEARN-ის საიტზე.

კონკურსში გამარჯვებული გუნდების შეფასება:

• ბლოგების შეფასება მოხდება, საკონკურსო კომისიისა და კონკურსში მონაწილე სხვა გუნდების მიერ:
    • თითოეული გუნდი აფასებს ყველა დანარჩენი გუნდების ნამუშევარს მოცემული ცხრილმიხედვით, "საკონკურსო პირობებში" მოყვანილი 8 კრიტერიუმის შესაბამისად "+" და "-" ნიშნებით.
      ამ მონაცემებს
      გუნდი გზავნის კომისიის ელექტრონულ მისამართზე projectwar2009@gmail.com
    • კონკურსში მონაწილეების მიერ ერთმანეთის პროექტების შეფასება ხდება კონკურსის ვადის ამოწურვის დღიდან ( 25 მაისი) 5 დღის განმავლობაში.

ნომინაციები და პრიზები:

გამარჯვებული გუნდები საორგანიზაციო კომიტეტისგან და პროექტის სპონსორისგან მიიღებენ პრიზებს, შემდეგ ნომინაციებში:


ერთი I ადგილი –
ერთი II ადგილი –
ერთი III ადგილი –
წამახალისებელი პრიზი -

საუკეთესო ნამუშევარი უცხო ენაზე-
ყველაზე აქტიური სკოლა-

ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმები:

1. ბლოგის შინაარსობრივი მხარე:

• ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია ღრმა ანალიზს მოიცავს, სხვადასხვა წყაროა გამოყენებული და შესაბამისი ფაქტებითაა დამოწმებული;
• ბლოგის შექმნისა და კვლევისთვის გამოყენებული ყველა რესურსი მკაფიოდ განსაზღვრულია, შესაბამის გვერდზე მოცემულია სქოლიოები, გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალია გაკეთებული ბიბლიოგრაფიის გვერდზე.

2. წერის სტილი და ორგანიზებულობა:

• გრამატიკულად, პუნქტუაციურად გამართულია;
• ლაკონურია და ადვილად გასაგები;
• შინაარსი ეფექტურად ორგანიზებულია, რათა მკითხველის ყურადღება მიიპყროს, ადვილად ხერხდება სექციებზე გადასვლა.

3.ქტივობა:


4. ორიგინალურობა:

• ბლოგი თემას შემოქმედებითად და ორიგინალურად წარმოადგენს;
• სხვადასხვა სახის საინფორმაციო წყაროა გამოყენებული, მათ შორის: ინტერვიუები, კითხვარები, პირადი დაკვირვებები, დღიურები, ორიგინალური ხელოვნების ნიმუშები ან მულტიმედიური ჩანაწერები;
• შინაარსი მოსწავლეების ორიგინალური ნამუშევარია და არა სხვა წყაროდან გადმოკოპირებული ან პარაფრაზირებული( კოპირების შემთხვევაში, მითითებულია წყარო).

5. საგანმანათლებლო მიზნებთან შესაბამისობა:

• შინაარსი დაწერილია და ორგანიზებულია მოსწავლეთა აუდიტორიისთვის;
• გუნდი ეფექტურად აღწერს თავის სამიზნე აუდიტორიას და სწავლება-სწავლასთან შესაბამისობას;

6. თანამშრომლობა:

• ბლოგზე განთავსებულია თხრობითი ანგარიში, როგორ მუშაობდა გუნდი ვებსაიტის შექმნაზე, როგორ ინაწილებდნენ დავალებებსა და პასუხისმგებლობებს;
• მოსწავლეები იზიარებენ გუნდური მუშაობისა და პრობლემის გუნდურად გადაჭრის მეთოდბს.

7. ბლოგის სტრუქტურა, ინტერფეისი და ფუნქცია:

• ბლოგის დიზაინი და სტრუქტურა მის ადვილად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, ყოველი გვერდი ვიზუალურად კარგად ორგანიზებულია;
• ტექნიკური პრობლემები (მაგ. ბმულები ან სურათები არ იხსნება, ფაილები არაა მიმაგრებული და ა.შ.) არ არის.

8. მედიის გამოყენება:

• მედიის შემოქმედებითი გამოყენება (მაგ. აუდიო, ვიდეო, ანიმაცია, თამაშები, ინტერაქტიური მახასიათებლები და ა.შ.) აძლიერებს მკითხველის მიერ ინფორმაციის უფრო ღრმად აღქმას და ძირითადი კონცეფციების გამოკვეთას.


კონკურსის განხორციელების ეტაპები:

• მასალების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2009 წლის 25 მაისი,
• კონკურსში მონაწილეების მიერ ერთმანეთის პროექტების შეფასება: კონკურსის ვადის ამოწურვის დღიდან ( 25 მაისი) 5 დღის განმავლობაში,
• ჟიურის მიერ გამარჯვებული პროექტების საბოლოო გამოვლინება, შედეგების გამოქვეყნება პროექტის ვებგვერდზე: http://faceofware.blogspot.com/ : 10 ივნისს.
• პროექტის I ეტაპის ფინალი -გამარჯვებული ნამუშევრების პრეზენტაცია და დაჯილდოვება: ივნისის დასაწყისში.


დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კონკურსის ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
projectwar2009@gmail.com / elenkhachidze@gmail.com


კონკურსის ორგანიზატორები:

პარტნიორები:

"ქართული საბრძოლო ხელოვნება"

GEARN - საქართველოს საგანმანათლებლო სარესურსო ქსელი






пятница, 6 февраля 2009 г.